სკანდინავიური ავიაკომპანია SAS-ის თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 28.09.2018
ნანახია: 822

სკანდინავიური ავიაკომპანია SAS-ისთვითმფრინავმა, რომელიც შვედეთის ქალაქ კირუნადან ქვეყნის დედაქალაქის - სტოკჰოლმის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ლულეოში, ძრავის აალების გამო იძულებითი დაშვება განახორციელა.

ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

„როდესაც თვითმფრინავი საბოლოო სიმაღლეზე ავიდა და ჩვენთვის ყავა უნდა ჩამოერიგებინათ ამ დროს რაღაც ხმა გავიგეთ. ამის შემდეგ კი მოხდა აალება“, ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

ავიაკომპანია SAS-ის ინფორმაციით კი ცეცხლი გაუჩნდა ერთ ძრავს და ამიტომ მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ბორტის საგანგებო დაშვება.

მგზავრები სტოკჰოლმის მიმართულებით SAS-მა სხვა ბორტით გაამგზავრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე