პრემიერ მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, ჯარები გაიყვანოს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას არ მიმართავს, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:54 | 28.09.2018
ნანახია: 710

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, გაერო-ში პრემიერ მინისტრის გამოსვლას დამაჯერებლობა აკლდა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, როდესაც მამუკა ბახტაძე რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, მაგრამ არ საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, რის გამოც პრემიერის სიტყვებს დამაჯერებლობა აკლია.

„როცა საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, ჯარები გაიყვანოს, მაგრამ ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას არ მიმართავს, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, ასევე არ საუბრობს სანქციებზე, როგორც მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორზე რუსეთზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში, მის სიტყვებს დამაჯერებლობა აკლია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, უცნაურია, რატომ საუბრობს პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აკეთებს.

„პრემიერი არ საუბრობს, რომ ამ ქვეყანას ნატო-სა და ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანება სჭირდება. ასევე იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე არ საუბრობს, რომელსაც რუსეთი ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლის თვალსაზრისით აწარმოებს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

სამადაშვილი პრემიერ მინისტრის გამოსვლის ის ნაწილიც შეაფასა, სადაც მამუკა ბახტაძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც პრემიერს უსმენდა, ალბათ, შთაბეჭდილება დარჩა, რომ სხვა ქვეყნის პრემიერს უსმენდა. როცა ქვეყანაში მოსახლეობის 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად დანიშნა და იგივე პრემიერი ზეპარტიულ პრეზიდენტზე გვესაუბრება მაშინ, როცა სახელისუფლებო კანდიდატს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს არ უჭერს, პრემიერის მხრიდან დემოკრატიაზე საუბარი უხერხულია”, – დასძინა სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე