რუმინეთში ერთნაირსქესიანთა წყვილი ოჯახად მიიჩნევა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 28.09.2018
ნანახია: 731

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილების მოტივაციური ნაწილი, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ერთნაირსქესიანი წყვილი შესაძლოა, ოჯახად მიიჩნიონ, თუ ერთ-ერთი მეუღლე ევროკავშირის მოქალაქე იქნება.

ის, რომ რუმინეთის ხელისუფლება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ აღიარებს, ეს ხელს არ შეუშლის ასეთი წყვილების ცხოვრებას ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამიერიდან წყვილი ან ერთ-ერთ მეუღლე ბინადრობის უფლებას მიიღებს, თუ კი მათი ქორწინება კანონით იქნება რეგისტრირებული ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამასთან, ერთ-ერთი მეუღლე უნდა იყოს ევროკავშირის ან რუმინეთის მოქალაქე, ან უნდა ჰქონდეს ქვეყანაში შესვლის უფლება.

ამის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ჰომოსექსუალთა წყვილი და მათი კავშირი მიეკუთვნება ოჯახური ცხოვერბის სფეროს და თანასწორია  ჰეტეროსექსუალურ წყვილებთან.

შესაბამისი სარჩელი სასამართლოში 2012 წელს რუმინეთის მოქალაქემ ადრიან კომანმა შეიტანა, რომელიც ბრიუსელში ამერიკელ კლეიბორნ რობერტ ჰემილტონზე დაქორწინდა. წყვილს რუმინეთში ცხოვრება სურდა, თუმცა ხელისუფლებამ ჰემილტონს ბინადრობის უფლება არ  მისცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე