ნიდერლანდებში ფართომასშტაბიანი ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 11:51 | 28.09.2018
ნანახია: 664

ნიდერლანდებში პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერაქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

დაჯგუფების ლიდერი 34 წლის ერაყელი გეგმავდა თვითმკვლელი ტერორისტის მეშვეობით მსხვილი ტერაქტის მოწყობას, ერთ-ერთ ხალხმრავალ ღონისძიებაზე, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. ტერორისტები სხვა ადგილზე აპირებდნენ დანაღმული ავტომობილის აფეთქებასაც.

სამართლადმცველები არ ასახელებნ იმ ადგილებს, თუ სად უნდა განეხორციელებინათ თავდასხმა ტერორისტებს. ისინი ქალაქებში არნემსა და ვიორტში დააკავეს.

გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება ისევ გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე