უნდა ეწოდოს აგრესორს - აგრესორი, ოკუპაციას - ოკუპაცია - გიორგი მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:26 | 28.09.2018 ნანახია: 582გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლზე გაამახვილა.
გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლა 25 წლის წინ სოხუმის მოვლენების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ქალაქი სოხუმი.
"დღეს, ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან ზუსტად 27 სექტემბერს, 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე იდგა რუსული არტილერიის მიერ დაბომბილი ქალაქ სოხუმის ქუჩებში და ეს იყო ქალაქის დაცემის დღე. და, სწორედ ამ დღეს, ის მიმართავდა საერთაშორისო საზოგადოებას და თხოვდა დახმარებას, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო. ეს მოხდა ზუსტად 25 წლის წინ და მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც იყო ცივი ომის დასასრულის ერთერთი არქიტექტორი.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ლიდერი ითხოვდა მხარდაჭერას მისი სამშობლოდან, რომელიც იბომბებოდა იმ დროს.
მოგვიანებით, 2008 წელს, უკვე ჩემი სხვა წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვდა მხარდაჭერას, რადგან რუსული არტილერია და ახლა უკვე ავიაციაც ბომბავდა და ახდენდა ჩემი ქვეყნის ოკუპაციას.
ათი წელი გავიდა ამ შემთხვევიდან. რასაც მოველი ამ შეხვედრიდან და ამ შეხვედრის მიზანი არის, რომ ყველაფერს შესაბამისი სახელი დავარქვათ და დისკუსიის კარგი დასაწყისია, როდესაც ვერთიანდებით საერთო ტერმინების და მიდგომების გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვერთიანდებით ისეთი ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კანონის უზენაესობა და საერთაშორისო თანამშრომლების პრინციპები.
უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს - აგრესორი, ოკუპაციას - ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს - საოკუპაციო ხაზი და არა სასაზღვრო ხაზი. ეს არის ის ტერმინები და სიტყვები, რომლებიც ერთმანეთთან უფრო გვაახლოებს და ჰქმნის ჩვენს ერთობას და უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებას. ასევე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს - პრეზიდენტ კალიულაიდეს, პრეზიდენტ დუდას, პრეზიდენტ კისკას და პრეზიდენტ პოროშენკოს, რომელებიც ბოლო დღეების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან ცნობენ და შესაბამის სახელებს არქმევენ იმ მოვლენებს, რომლებიც გვაწუხებს და გვაშფოთებს - ოკუპაციას და აგრესიას.
კიდევ ერთხელ, ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ უმთავრესი ღირებულებების და პრინციპების გარშემო და შევთანხმდეთ მიზნებზე სამომავლო კეთილდღეობის მისაღწევად, რომელიც განპირობებულია ჩვენი ერთობით და სიმამაცით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიცვათ ჩვენი სიტყვები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის გახსნისას.
საერთაშორისო ფორუმი ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნა. მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაზე ცვალებად სამყაროში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყოფილმა ლიდერებმა იმსჯელეს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა