ერაყში „მის ბაღდადი“ მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:22 | 28.09.2018
ნანახია: 1426

ერაყის დედაქალაქში „მის ბაღდადი 2015“  ტარა ფარესი მოკლეს. ამის შესახებ ტელეარხი Kurdistan24 ერაყის შსს-ზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, 30 წლის მოდელი გუშინ საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ქალს ორი ტყვია თავში მოხვდა, ერთი კი მკერდში.

ტარა ფარესი ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ  ერბილში ცხოვრობდა. მან სახელი გაითქვა მას შემდეგ რაც მოდური ბრენდების სახე გახდა. ამასთან სოციალურ ქსელებში მისი პუბლიკაციები მუდმივი განხილვისა თემა იყო ერაყის საზოგადოებაში.

მოდელს Instagram-ზე, 2,6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. მან გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა. „ვთხოვთ ალაჰს, აპატიოს მას და შეიწყალოს“, - ნათქვამია ფოტოზე გაკეთებულ ერთ-ერთ კომენტარში.

მანამდე, ერაყში, დაუდგენელ გარემოებებში სილამაზის სალონის მფლობელი და მოდის ექსპერტი დაიღუპნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე