Boeing 737-800 მიკრონეზიის წყლებში ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 28.09.2018
ნანახია: 876

პაპუა ახალი გვინეას ავიაკომპანია Air Niugini-სკუთვნილმა Boeing 737-800-მა, რომელიც ჩუუკისკუნძულების მიმართულებით ასრულებდა რეისს მიკრონეზიის წყლებში ავარიული დაშვება განახორციელა. ბორტზე სულ 36 მგზავრი იმყოფებოდა.

Pacific Daily News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან 150 მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა.

გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, 36 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი სამედიცინო შემოწმებას გადიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე