"ომეგა ჯგუფის" საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 13:02 | 27.09.2018
ნანახია: 708

ამ საქმის დიდი ნაწილი არის ბინძური კამპანია, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სიმართლეს ნებისმიერ სასამართლოში დაამტკიცებს.

"ამ საქმის დიდი ნაწილი არის ბინძური კამპანია. ეს არის კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ. როდესაც სიმართლე არსებობს, ეს სიმართლე თბილისშიც, ლონდონშიც და ვაშინგტონშიც იქნება ერთნაირი.

ჩვენ ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. არავითარი კანონდარღვევა, არავითარი გეგმა მედიის ან ბიზნესის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან არ არსებობს და ამის დამტკიცება ყველგან იქნება შესაძლებელი.

მოვუწოდებ ყველა ოპონენტს, რომელმაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს ეს საკითხი, კარგად დაფიქრდნენ და ის, რითაც თავად გაითქვეს სახელი, ნუ ჰგონიათ, რომ გახდება ჩვენი ხელისუფლების დროს საკითხი და პრობლემა", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე