ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე დუმილის უფლებას იყენებს

საქართველო, თბილისი - 11:47 | 27.09.2018
ნანახია: 917

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მან პროცესზე განაცხადა, დუმილის უფლებას იყენებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მორჩაძე წინა პროცესზე ვერ გამოცხადდა, ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე