მადლობა უთხარით ბატონ ტრამპს - დონალდ ტრამპმა და New York Times-ის ჟურნალისტმა იკამათეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 27.09.2018
ნანახია: 720

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და გაზეთ New York Times-ის ჟურნალისტმა პრეს-კონფერენციაზე იკამათეს.
ტრამპმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გაზეთს რამდენჯერმე უწოდა „მომაკვდავი“ და აღიარა, რომ გაზეთს კითხულობს და ცოტა ხნის წინ New York Times-ში დაბეჭდილი სტატიიდან სირიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები შეიტყო.

ხანგრძლივი კითხვა-პასუხის შემდეგ ტრამპმა  შეკითხვის დასმის უფლება მისცა ჟურნალისტს, რომელიც New York Times-ს წარმოადგენდა.

 „მოგცემთ შეკითხვის დასმის უფლებას,  რადგან პატივს ვცემ გაზეთს, რომელიც ოდესღაც მიყვარდა“, - მიმართა ტრამპმა ჟურნალისტს.

 „ჩვენ ვყვავით თქვენი „მომაკვდავის“ ფონზე“, - უპასუხა რეპორტიორმა.

 „ამისთვის მადლობა უთხარით ბატონ ტრამპს“, - დაუბრუნა  პასუხი ტრამპმა.

 „ნება მომეცით, ამისგან თავი შევიკავებ“, - განაცხადა რეპორტიორმა.

ამერიკის პრეზიდენტი ასევე აღშფოთდა იმ პუბლიკაციების გამო, სადაც აღნიშნულია, რომ ის პრესკონფერენციებს იშვიათად მართავს. „დიახ, დღეში ხუთ პრესკონფერენციას ვმართავ. ადამიანები მანიაკებივით ყვირიან, მეორე ოთახიდან - ესე იგი ისინი ჟურნალისტები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე