დონალდ ტრამპი ირანის იზოლირების გეგმას გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 26.09.2018
ნანახია: 636

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის იზოლირების თაობაზე გეგმას წარუდგენს. მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყველა ქვეყანას ამისაკენ მოუწოდა. გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ტრამპმა მძაფრად გააკრიტიკა ირანის ლიდერები, მათ ბრალი დასდო "ქაოსის, სიკვდილის და ნგრევის" გავრცელებაში ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა მას შეუერთდნენ თეირანის იზოლირების საქმეში.

რამდენიმე საათში წარმოთქმულ სიტყვაში ტრამპს გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი. მან მისი თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულებების უგულებელყოფის ვაშინგტონის პოლიტიკა დაგმო.  როუჰანიმ უშიშროების საბჭოს დაგეგმილი შეხვედრაც გააკრიტიკა და მას "უგუნური და არანორმალური აქტი" უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე