სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 15:33 | 26.09.2018
ნანახია: 778

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ნათელა მამულაშვილის, ნინო გოგილაშვილის, ნინო კორძაიას, ლაშა ჩანტლაძის, ქეთევან ჩანტლაძისა და გია თვალავაძის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 სექტემბერს დააკავა, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით დააკავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე