თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 71 ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:46 | 26.09.2018
ნანახია: 692

 

სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში 71 პირის დაკავების ორდერი გასცა.

ეჭვმიტანილთა შორის 61 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.

სპეცოპერაცია ქვეყნის 23 პროვინციაში მიმდინარეობს. სამხედროების გარდა დაკითხვაზე გადაყავნილნი არიან ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის (FETO)  ე.წ. შიდა იმამები, რომლებსაც სამხედრო სტრუქტურებში FETO-ს მომხრეების კავშირის უზურუნველყოფას ედავებიან.

დაკავებულთა შორის შეიარაღებული ძალების ოფიცრები არიან.

ანკარა ფეთჰულაჰ გიულენს პუტჩის ორგანიზებაში ადანაშუალებს, თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით ადამიანია დაკავებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე