ბაღდათში „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 26.09.2018
ნანახია: 882

ბაღდათში „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი გაქურდეს. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს ბანკომატიდან, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით წაღებულია დაახლოებით 2 000 ლარი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე