ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 26.09.2018
ნანახია: 728

ბორჯმოში, მესხეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალმა „ოპელ ვექტრას“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 65 წლის მამაკაცმა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე