ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილის, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანს და ანზორ ჩუბინიძეს - ლონდონის სასამართლოში იბარებენ

საქართველო, თბილისი - 13:58 | 26.09.2018
ნანახია: 984

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი, ნოდარ ხადური, ლევან ყიფიანი და ანზორ ჩუბინიძე - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე იბარებენ.

მათივე ცნობით, დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა.

„ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. 

"ომეგა ჯგუფის" ადვოკატის, იურიდიული კომპანია ”ფილდფიშერის” იურისტის განცხადებით, მათ შეადგინეს იმ მაღალჩინოსნების სია, ვინც სახელმწიფოს სახელით რეკეტში მონაწილეობდა.

„დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით ლონდონში შემუშავდა სარჩელი საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ. სარჩელები შემუშავდება გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

თუკი სასამართლო ამას დაადგენს, მაშინ უკვე ფაქტი იქნება, რომ ის, რაზეც შეტანილია სარჩელი, არის სიმართლე. ამას თავისთავად მოჰყვება სისხლის სამართლის პროცესი და ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ სად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი საქართველოში თუ ინგლისში“, - განაცხადა კოლინ გიბსონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე