სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ქალი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 26.09.2018
ნანახია: 735

სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით დაკავებულებიდან ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

აღნიშნულის გამო, თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლემ, ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული კიდევ 5 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე