„ამერიკის დიდი მამა“ და „სექსუალური მტაცებელი“ ციხეშია - ბილ კოსბის პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 26.09.2018
ნანახია: 719

 

პენსილვანიის სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ 81 წლის ამერიკელ მსახიობს ბილ კოსბის პატიმრობა შეუფარდა.

კოსბის  სამიდან ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯა. (ზუსტი ვადა მოგვიანებით დადგინდება).

მოსამართლემ სტივენ ონილმა კოსბის სექსუალური მტაცებელი უწოდა. მისი თქმით, კოსბის ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ანდრეა კონსტანდის ცხოვრებას, რომლიც მსახიობს ძალადობაში ადანაშუალებდა.

კოსბის განაჩენზე  კომენტერი არ გაუკეთებია.

კოსნტანდის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში ძალადობით მიყენებული შედეგების გამოსწორებას ვერ ახერხებდა. „მან მოიპარა ჩემი ცხოვრება, ჩემი სილაღე და რწმენა საკუათარი თავისა და მეგობრების მიმართ“, - განაცხადა მან პროცესზე.

კოსბის დანაშაული ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში დაუმტკიცდა, თუმცა ახლა სასამართლო სასჯელის საკითხს განიხლავდა.

ცნობილი კომიკოსის ბილ კოსბის მიმართ ბრალდება 2004 წელს მომხდარ ეპიზოდს ეხება.

ანდრეა კოსნტანდი მუშაობდა ტემპლის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდში. წარსულში ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა კოსბი, ის თანამშრომლობდა უნივერსიტეტთან და დაინტერესებული იყო კალათბურთით. მან ანდრეა 2002 წელს გაიცნო.

კონსტანდის თქმით, ერთხელ კოსბიმ გოგონა სახლში დაპატიჟა, სადაც მოდუნებისთვის აბები შესთავაზა.

ანდრეა დათანხმდა, მაგრამ მალე იგრძნო რომ საკუთარ სხეულს ვერ აკონტროლებდა. კოსბიმ მისი შევიწროებაა დაიწყო, ეხებოდა მკერდზე და ფეხებზე და აიძულებდა სხეულზე ისიც შეხებოდა.

კოსბი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ორმხრივი თანხმობის შედეგად მოხდა. თუმცა კონსტანდი საპირისპიროს ამბობდა: კოსბი, როგორც მამაკაცი  მას არ აინტერესებდა და იმ დროს მეგობარ ქალს ხვდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს რამდენიმე ქალმა განაცხადა, რომ კოსბი მათ ტაბლეტებს ასმევდა, რის შემდეგაც ან არაფერი ახსოვდათ, ან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდნენ.

კოსბი სექსუალურ შევიწროებას და ძალადობაში სულ 60-მდე ქალმა დაადანაშაულა, მაგრამ ინციდენტების უმეტესობას ანდრეა კონსტანდის გარდა ხანდაზმულობის ვადა ამოწურული ჰქონდა.

 

ანდრეა კონსტანდი

Андреа Констанд

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე