ვანო მერაბიშვილი "ავერსის" კლინიკაში გამოკვლევების დასრულების შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

საქართველო, თბილისი - 12:24 | 26.09.2018
ნანახია: 704

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ავერსის კლინიკიდან" ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.

"ავერსის კლინიკის" გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით მიიყვანეს, რომელსაც რამდენიმე სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.

"ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა კლინიკაში. ის ამბულატორიულად იყო შემოსული. ჩაიტარა ის გამოკვლევები, რაც დანიშნული ჰქონდა პირადი ექიმის მიერ. ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორული კვლევები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ექიმის კონსულტაციები. უკვე აღარ იმყოფება კლინიკაში", - განაცხადა ჯორბენაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე