თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იქნება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 26.09.2018
ნანახია: 675

თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპზე ისაუბრა, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში.

კალაძის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.

„მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე