იენს სტოლტენბერგმა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ ისაუბრა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 26.09.2018
ნანახია: 674

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების შესაძლო განთვასებისა და უკრაინის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ განიხილავს პოლონეთში ამერიკის მუდმივი ბაზების განლაგების შესაძლებლობას, ვარშავა კი მზად არის ამისთვის მილიარდობით დოლარი გადაიხადოს.

მანამდე პოლონეთმა აშშ-ის შესთავაზა მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯავშანსატანკო დივიზიის განლაგება, რისთვისაც ხარჯების თავის თავზე აღებას დაპირდა.

რუსული მხარე პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებას ნატო- რუსეთის აქტის დარღვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ამერიკა- რუსეთის ურთიერთობას გაართულებს.

სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„შეხვედრის დროს შეშფოთება გამოვთქვი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით და სოლსბერის თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მიმართ მკაფიო სოლიდარობა გამოვხატე. ამასთან ერთად, სერგეი ლავროვთან საუბრის დროს კონტაქტის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე