როცა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, "ნაცმოძრაობამ" მაშინვე აამუშავა გარე ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 10:09 | 26.09.2018
ნანახია: 670

გიორგი მარგველაშვილი "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი გარე ექსპერტი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"აიღეთ, 2007-2008-2009 წლები. ყველაზე მწვავე წლები. აიღეთ ერთი ფრაზა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა თქვა. 2011-12 წლებში, როდესაც "მაესტროზე" "ნაცმოძრაობამ" გავლენა მოიპოვა, მათ შექმნეს გარე ექსპერტების ერთგვარი სია, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი გარე ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი იყო. მახსოვს მისი რეაქციები, როდესაც ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკააში და რეალური საფრთხე შეექმნა "ნაცმოძრაობის" რეჟიმს. მაშინვე აამუშავეს გარე ექსპერტი მარგველაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე