ირაკლი კობახიძე ზაზა სარალიძის პროტესტს ნაციონალების აქციას უწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:04 | 26.09.2018
ნანახია: 733

ეს "ნაციონალების" აქციაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის "ნაციონალების" აქცია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ... კომისიას რეალურად ეს არ დაუდგენია, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა. რაც შეეხება იმას, რომ 100%-იანი მტკიცებულებით არ არის დადგენილი სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი, ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი. სწორედ ამიტომ ვერ დაადგინა კომისიამაც, ვინ იყო ეს პირი. რატომ ვერ დაადგინა, სერგი კაპანაძემ ხელი დააფარა?! დაუსვით კითხვა კომისიის წევრებს, რომელ მხარეს იდგა მ.კ. და შეეძლო თუ არა მას ეს მკვლელობა ჩაედინა? ყველაფერი იცის კომისიამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე