1 ივნისდან 17 სექტემბრამდე შტორმის დროს მაშველებმა 207 ადამიანი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 25.09.2018
ნანახია: 714

შტორმის დროს მაშველებმა 207 ადამიანი გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"1 ივნისდან 17 სექტემბრამდე შავ ზღვაზე გამოცხადდა 31 საშტორმო გაფრთხილება. შტორმის დროს მაშველების მიერ გადარჩენილია 207 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეგახსენებთ: 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. გაუფრთხილდი სიცოცხლეს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე