ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 25.09.2018
ნანახია: 1319

24 ოქტომბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა ჩატარდება, რასაც ახალი პრეზიდენტის არჩევა მოჰყვება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დავით ქევხიშვილი, რომელიც ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია და პოსტი ვარლამ ლიპარტელიანთან და მის თანამოაზრეებთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა. დავით ქევხიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბმა ელვამ წარადგინა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ასევე იბრძოლებენ: ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე.

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე