იტალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 25.09.2018
ნანახია: 862

იტალიის ქალაქ ტოსკანაში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ადგილობრივი ხელიუსფლების განცხადებით, ხანძარმა 600 ჰექტარი მიუცვა.

პიზას პორვინციაში, სერას მთის სიახლოვეს, ხუთი დასახებული პონქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 700 ადამიანი. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები დატოვოს. „კვამლის გამო სუნთქვა შეუძლებელია, გამოდით სახლებიდან, ჩასხედით მანქანებში და ცეცხლის კერებს მოშორდით“, - წერს Facebook-ზე ქალაქ კაშინის მერი.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 180 სახანძრო ბრიგადა და 50 მოხალისე მონაწილეობს. ოპერაციაში ასევე ჩართულია ორი თვითმფრინავი. ცეცხლის ლოკალიზებას ხელს უშლის ძლიერი ქარი.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი ადამიანის მოქმედების შედეგად გაჩნდა.

„ხანძარი, რომელიც გუშინდელი დღიდან სერას მთაზე უდიდეს ფართობს მოედო, დანაშაულებრივი ჩანაფიქრის შედეგად გაჩნდა, ეს ნამდვილი უბედურებაა“, - წერს ქალაქ კალჩის მერი მასიმილიანო გიმენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე