20 წლის გოგონა მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 25.09.2018
ნანახია: 824

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა.  გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 

წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის მემანქანემ გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, ჩართო ხმოვანი სიგნალი და გამოიყენა მუხრუჭიც, თუმცა მატარებლის გასაჩერებლად დისტანცია არ ეყო.

მატარებლის მგზავრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.

„ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია. სიგნალი მისცა მემანქანემ“-ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო საშუალებების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მატარებლის მემანქანე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე