FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 25.09.2018
ნანახია: 1345

ლონდონში The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიალი გაიმართა. ფიფამ წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელი დაასახელა, ასევე დასახელდა საუკეთესო მწვრთნელები. დასახელდა პუშკაშის სახელობის პრიზის მფლობელიც და გაიცა ფიფას საუკეთესო ფანებისთვის დაწესებული პრიზებიც. 

მადრიდის „რეალისა“  და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ფიფას დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს მამაკაცთა შორის.

33 წლის მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს აჯობა.

სალაჰმა წლის საუკეთესო გოლისათვის მიიღო ჯილდო.

საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს დიდიე დეშამი.

წლის საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა ბელგიის ნაკრების გოლკიპერ ტიბო კურტუას, რომელიც მუნდიალის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს. ტიბომ უგო ლორისსა (საფრანგეთი) და კასპერ შმეიხელს (დანია) აჯობა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე