იგორ დოდონი მოლდოვას პრეზიდენტის უფლებამოსილებას ჩამოაშორეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 24.09.2018
ნანახია: 706

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ  იგორ დოდონი პრეზიდენტის უფლებამოსილებას დროებით ჩამოაშორა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრზეიდენტი პრემიერ პაველ ფილიპის მიერ წარდგენილი ორი ახალი მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იყო სილვია რადუ, სოფლის მეურნეობის მინისიტრის პოსტზე კი ნიკოლაი ჩუბუკი. თუმცა დოდონი ორივე კანდიდატურის წინააღმდეგი იყო.

პრეზიდენტის თქმით, რადუს სამედიცინო განათლებას არ ფლობდა, ჩუბუკთან კი მოუსყიდველობასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა.

მოდლოვას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უთანხმოება დიდი ხანია გრძელდება. დავის საგანი საშინაო პოლიტიკაა. პრეზიდენტი რუსეთთან დაახლოების მომხრეა, მაშინ როცა საპარლამენეტო უმრავლესობა და მისი დანიშნული მთავრობა დასავლეთისკენ იხრება. დოდონი პროევროპული ხელისუფლების ინიციატივებს ბლოკავს, პრეზიდენტის წინადადებები კი დეპუტატთა შორის მხარდაჭერას ვერ ნახულობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე