ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე ბრძოლა წააგო

საქართველო, თბილისი - 12:37 | 24.09.2018
ნანახია: 1134

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც მეტოქედ გერმანელი ედუარდ ტრიპელი ყავდა. ბექამ შეხვედრა წუთსა და 18 წამში, იპონით დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირში ამ დრომდე ერთი ბრინჯაო რჩება, რომელიც პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა მოიგო. 

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე