თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:30 | 24.09.2018
ნანახია: 1229

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით 39 წლის შოთა ჩაჩხიანი  დაჭრეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საავადმყოფოში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით მიიყვანეს, რის გამოც ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.  

შემთხვევის ადგილზე, მიცკევიჩის 23-ში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცედურები. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღი.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 40 წლის მამაკაცი დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე