25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ექსპერტებს გამოკითხავენ

საქართველო, თბილისი - 17:27 | 21.09.2018
ნანახია: 983

ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილისმკვლელობის საქმეში ბრალდებული მამინაცვლის, ვეფხია ბაქრაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. 

სასამართლოში ჩვენებას 3 მოწმე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი აძლევს.

ცნობისთვის, თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე