ანკარაში ტარორიზმის ბრალდებით ავსტრიელი ჟურნალისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 21.09.2018
ნანახია: 760

ანკარის სასამართლომ ავსტრიელი ჟურნალისტი მაქს ცირნგასტი ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდისთვის დააკავა.
ავსტრიის მოქალაქის დაკავების შესახებ ანკარაში ავსტრიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომას შნიოლმა განაცხადა. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის  თავისუფლების საკითხებში არლემ დეზირმა თურქეთს ანკარაში დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მედიის ცნობით, გერმანიაში  ულტრამემარცხენე მიმართულების  გამოცემის Re:volt-ის ავტორი 11 სექტემბერს დააკავეს ანკარაში,  20 სექტემბერს კი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ხელისუფლების ცნობით, ის ქურთთა მუშათა პარტიასთან თანამაშრომლობდა.

ცირნგასტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აცერთ პარტიას არ მიეკუთვნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე