მშობლებლებმა მოსწავლეს საერთო ფულით ნაყიდი ტორტი არ უწილადეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო - მეგი კავთუაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:15 | 21.09.2018 ნანახია: 31357ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევებზე წერს.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მშობელს ახლდა, სადაც მშობელი მასწავლებელსა და სკოლას მოსწავლეების კუთხეში დაყენებასთან დაკავშირებით ედავებოდა. მისივე თქმით, მშობელი ასევე დაობდა, რომ სასჯელის გამძაფრების მიზნით ბავშვები ნუ გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ ნუ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში .
კავთუაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს - ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ, დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო.
კავთუაშვილს ეჭვი აქვს, რომ მშობლები მასწავლებლის მართული იყვნენ.
მისივე ინფორმაციით, დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ ეპიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა.
მეგი კავთუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ ერთ-ერთ სკოლაში ვახლდი მშობელს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარმომადგენლად. გეტყვით რას ედავება ეს მშობელი მასწავლებელს და სკოლას. ნუ სჯიან მოსწავლეებს კუთხეში დაყენებით, სასჯელის გამძაფრების მიზნით ნუ გაჰყავთ უფროსკლასელების საკლასო ოთახებში და იქ ნუ აყენებენ ხელებაწეულებს კუთხეში და ა.შ. კიდე ერთი საინტერესო ეპიზოდი ის არის, რომ ამ მშობლის შვილს სხვა მშობლებლებმა საერთო ფულით ნაყიდი ტორტი ჯერ არ უწილადეს, მერე კი დააყვედრეს ეგ ტორტი მასწავლებლისთვის აგროვებული ფულით ვიყიდეთ. დედაშენს კი ფული არ დაუდია და არ გეკუთვნისო. ბავშვმა ტორტი არ ჭამა, სახლში ატირებული მივიდა და დედას უსაყვედურა, ფული რატომ არ დადეო.. მოკლედ ამ ამბავს კიდევ ბევრი კუდი აქვს.
მე იმის თქმა მინდა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა არც ერთ ეპიზოდში მასწავლებლის ბრალეულობა არ გამოკვეთა. მეტიც, ეს მასწავლებელი დანარჩენი მშობლებით გარშემორტყმული მოდიოდა სხდომებზე. ხმაურობდნენ, ყვიროდნენ, სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ, პროკურატურით გვემუქრებოდნენ. შენ რას მიაღწევევ, შე ინტრიგანო, ჩვენ მეტნი ვართო - ამ გოგოს ჩვენს თვალწინ ლანძღავდნენ.
დისციპლინურმა გაამართლა მასწავლებელი. საყვედურიც არ გამოუცხადებია, არადა ცალსახად იკვეთებოდა, რომ მასწავლებლის მართული იყვნენ მშობლები და ეს გოგო თავისი შვილიანად მოძულებული და გარიყული ჰყავდათ, რაც მასწავლებლის მხრიდან ეთიკის კოდექსის ცალსახა დარღვევაა. მშობლებმა პედაგოგის თანდასწრებით განცხადებაც კი დაწერეს და თავიანთი 15 ბავშვის სხვა კლასში გადაყვანა მოითხოვეს, ოღონდ ამ გოგოს შვილი აღარ ყოფილიყო მათ კლასში.
ამ საქმეს ახლა სამეურვეო საბჭო განიხილავს, როგორც სკოლის უზენაესი ორგანო. როგორ განიხილავს, რა პროცედურებით, ამაზე ცალკე დავწერ. შემდეგი ეტაპი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი იქნება.
მოკლედ ასეთი ამბები ხდება ..
იცოდეთ მაინც, სად ვართ და რატომ არის მშობლობის როლის სწორი გააზრება საჭირო.
ცხვრის ფარად ვიდრე გვაქცევდეს ვინმე!", - წერს კავთუაშვილი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა