ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 21.09.2018
ნანახია: 1145

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა იჭიდავა და სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა.

პირველ ეტაპზე მარგველაშვილი ბენინელ ძიუდოისტს აუგუსტე ბელინს დაუპირისპირდა და იპონით მოიგო.

მეორე ეტაპზე ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გერმანელი სებასტიან საიდლი იყო. მარგველაშვილი იპონით დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

მეორე ეტაპზე ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გერმანელი სებასტიან საიდლი იყო. მარგველაშვილი იპონით დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ერთი ბრინჯაოა, რომლის მფლობელიც ამირან პაპინაშვილი გახდა. 

ხვალ 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე