პერუში, ქალაქის მერის არჩევნებში ჰიტლერი ლენინს დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 14:24 | 21.09.2018
ნანახია: 725

პერუში ქალაქ იუნგარის მერის არჩევნებში კენჭს იყრიან  ჰიტლერ ალბა სანჩესი და ლენინ ვლადიმირ როდრიგეს ვალვერდე. ამ უკანასკნელმა საარჩევნო კომისიას მიმართა და მოითხოვა ჰიტლერს უარი ეთქვას არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ჰიტრელის თქმით, არ იცნობს ლენინს და მას მისი მოწინააღმდეგეები იყენებენ, რომლებიც მხარს  სხვა კანდიდატურას უჭერენ.

ჰიტლერ ალბა სანჩესი მემარჯვენე პარტიას წარმოადგენს. 2011-2014 წლებში ის უკვე იკავებდა იუნგარის მერის პოსტს ცენტრისტული პარტიისგან.

 „მე კარგი ჰიტლერი ვარ“, - განაცხადა ალბა სანჩესმა.

კანდიდატმა აღიარა, რომ თავისი სახელის გამო არაერთხელ გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი, მან სახელის შეცვლაც გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, რადგან მამის წყენას მოერიდა.

 „მამამ ეს სახელი იმიტომ დამარქვა, რომ ის ეგზოტიკურად ჟღერდა. მან არ იცოდა ჰიტლერის ისტორია“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე