სოსო რობაქიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 21.09.2018
ნანახია: 996

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ ის რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მისი გაძევება მოუწევდა, თუკი დარბაზში წესრიგს არ დაიცავდა.

რობაქიძემ ერთ- ერთ ბრალდებულს, ირაკლი ფირცხალავას დარბაზიდან კითხვით მიმართა, უთხრა თუ არა მას ფირცხალავამ მასთან სახლში ყოფნისას, რომ თუ შემთხვევის ადგილზე იარაღი ჩადებული იყო, ის პატრულის ჩადებული იქნებოდა. რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სწორედ ამის შემდეგ მიიღო მოსამართლემ რობაქიძის დარბაზიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

ამ წუთებში, სასამართლო სხდომაზე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე იმჟამინდელი პატრულ-ინსპექტორი, დავით გიგაშვილი იკითხება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე