ტანზანიაში ბორნის ჩაძირვის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 21.09.2018
ნანახია: 852

ტანზანიაში ვიქტორიას ტბაში ბორნის ჩაძირვის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტის შემდეგ 44 ცხედარი მაშინვე იპოვეს, 42-ს კი დილით მიაგნეს, როდესაც სამაშველო ოპერაცია განახლდა.

ბორანი ტბაში გუშინ  გადაბრუნდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ბორტზე 200 ადამიანი იმყოფებოდა, რაც განსაზღვრულ რაოდენობას ორჯერ აღემატება. ბორანს ასევე გადაჰქონდა ტვირთი.

ზოგიერთი ადგილობრივი ჩინოვნიკის თქმით, ბორანზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე