ეს ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე ერეკლეს მოედნიდან აპირებს საქართველოს რუსეთიზაციას - ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

საქართველო, თბილისი - 12:51 | 21.09.2018
ნანახია: 673

სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმაალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ დეპუტატთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სურვილის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ფინანსების არარსებობის გამო, კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა.

როგორც ელისაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერს. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს და მისი პრეზიდენტად არჩევა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

"დიდი გაშმაგებით დავუპირისპირდებოდი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ და წარმოდგენილ სამარცხვინო კანდიდატს.

სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე და ორჯონიკიძე თუ შულავერის კომიტეტიდან შემოვიდა, ეს ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე აგერ ერეკლეს მოედნიდან აპირებს საქართველოს რუსეთიზაციას, ამდენად ძალიან მიუღებელია ჩემთვის", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე