უკრაინის პრეზიდენტი „ბი ბი სი“-ს“ უჩივის

საქართველო, თბილისი - 12:34 | 21.09.2018
ნანახია: 707

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „ბი ბი სი“-ს სასამართლოში იმ პუბლიკაციისთვის უჩივის, სადაც აღნიშნავდნენ, რომ პოროშენკომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის 400  ათასი დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ Telegraph-ი იუწყება.

მიმდინარე წლის მაისში „ბი ბი სი“ წყაროზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდნეტის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პოროშენკოს შუმავლებისგან მიიღო 400 ათასი დოლარი, რათა აშშ-ში უკრაინის ლიდერის ვიზიტის დროს ორ ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ორგანიზება მოეწყო.

უკრაინის ლიდერის იურისტების განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიმართულია პოროშენკოს დისკრედიტაციისა და მისი ღირსების შელახვისკენ.

„ბი ბი სი“-ს წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და განაცხადეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ იმ საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე