წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და მალე გავხდები სენატორი - გიორგი შენგელაია

საქართველო, თბილისი - 17:25 | 20.09.2018
ნანახია: 740

თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი "კონსერვატიული პარტიიდან". იმიტომ კი არა, რომ დავრჩე, არამედ იმიტომ, რომ გამარჯვებული ჩამოვიდე, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ განაცხადა, რომელიც მომავალი კვირიდან პარლამენტის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებას აანონსებს.

მისი თქმით, მას პრეტენზია აქვს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მყოფ "ქართული ოცნების" წევრებთან.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი.

"დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, წესიერი. იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ მე, როგორც ჩემი ოჯახის შვილს, როგორც რეჟისორს არ მეკადრება ასეთ საზიზღრობაში მივიღო მონაწილეობა. მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებზე", - განაცხადა შენგელაიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მან ჩამოაყალიბა მოძრაობა სახელად "ხალხის ნება".

"ჩემი საბუთები არის იუსტიციის სამინისტროში. მოძრაობა ჩამოვაყალიბე, არავითარი პარტია. მოძრაობას დავარქვით "ხალხის ნება", - დასძინა შენგელაიამ.

ცნობისთვის, ცესკო-მ მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე