რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქების მცდელობას არ დავუშვებთ - პეტრო პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 15:26 | 20.09.2018
ნანახია: 728

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთისათვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქების საფრთხე არსებობს. 20 სექტემბერს უკრაინის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა ვიდრე, მას ყირიმის ნახევარკუნძული არ დაუბრუნებია, საერთაშორისო სამართლის მარცხი იქნებოდა.

პოროშენკოს განცხადებით, ხელისუფლება რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქების მხდელობას შეეწინააღმდეგება. „ ჩვენ თანმიმდევრულად შევეწინააღმდეგებით რუსეთს მიმართ სანქციების შემსუბუქების მცდელობებს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების მოხსნას არ დავუშვებთ,  მაგრამ იცოდეთ, რომ შემსუბუქების რისკი არსებობს“, - აღნიშნა პოროშენკომ.
 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას მოჰყვა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციები. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების შედეგად დაიღუპა 10 300-ზე მეტი ადამიანი. ბელორუსის დედაქალაქში 2014-2015 წლებში ხელმოწერილმა შეთანხმებებმა ვერ მოუღო ბოლო შეიარაღებულ დაპირისპირებას უკრაინის ჯარებსა და რუსეთის დახმარებით მებრძოლ სეპარატისტებს შორის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე