ტაქსის მგზავრი ტარიფის გაზრდის გამო მანქანის ფანჯრიდან გადახტა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 20.09.2018
ნანახია: 1061

უელსში მძღოლის მიერ მგზავრობის საფასურის გაზრდის გამო მგზავრი, ტაქსის ფანჯრიდან გადახტა.

The Mirror-ი წერს, რომ ორი შვილის მამა 29 წლის ტონი პემბერტონი რაგბის მატჩიდან მეგობარ გოგონასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. გოგონას თქმით, ტაქსის მძღოლმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდა, რამაც პემბერტონის გაღიზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მამაკაცმა ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ გზას ფეხით გააგრძელებდა და მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანის ფანჯრიდან გადახტა. საავტომობილოი გზაზე სხვა მანქანები მოძრაობდნენ, ერთ-ერთი მათგანი ტონის დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. ტაქსის მძღოლის თქმით, ტარიფის შეცვალს არ აპირებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე