კრიშტიანუ რონალდუს ბავშვური ტირილი წითელი ბარათის შემდეგ - "იუვენტუსი" - "ვალენსია" 2:0 (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:44 | 20.09.2018
ნანახია: 1476

19 სექტემბერს, „ვალენსიასა“ და „იუვენტუსს“ შორის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მატჩის 29-ე წუთზე, მსაჯმა კრიშტიანო რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. რონალდუსა და "ვალესნიის" მოთამაშის მურილიოს დუელის შემდეგ, ეს უკანასკნელი დაეცა (რონალდო ეუხეშა), რის შემდეგაც კრიშტიანუ ვალენსიელ მცველს თმებში სწვდა. მსაჯმა ფელიქს ბრიხმა, ასისტენტთან კონსულტაციის შემდეგ რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა.

 

 

 

 

ჯერ თმებში მოქაჩა, მერე იტირა! რეაქციები რონალდოს ბავშვურ წითელზე

ეს იყო მისი პირველი გაძევება ჩემპიონთა ლიგაში, 154-ე შეხვედრაში. გერმანელო არბიტრო წითელ ბარათებს ხშირად იყენებს - მისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაში 49-ე შეხვედრა გახლდათ და მე-15 ფეხბურთელი გააგდო (11-ჯერ ორი ყვითელი, 4 წითელი პირდაპირ).

ჯერ თმებში მოქაჩა, მერე იტირა! რეაქციები რონალდოს ბავშვურ წითელზე

რონალდომ ტირილი დაიწყო და მოედნიდან დიდხანს არ გადიოდა. მან ხელები სახეში წაიშინა, მინდორზე დაჯდა და გამუდმებით იმეორებდა "No hecho nada", რაც ასე ითარგმნება: “არაფერი დამიშავებია!"

ჯერ თმებში მოქაჩა, მერე იტირა! რეაქციები რონალდოს ბავშვურ წითელზე

"იუვენტუსმა" ათი ფეხბურთელით საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა და "ვალენსია" 2:0 დაამარცხა. ტურინელთა მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის თქმით, შესაძლოა, მსაჯის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე