ბერძნული ქალაქის სანაპირო სქელმა აბლაბუდამ დაფარა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:30 | 20.09.2018
ნანახია: 1235

საბერძნეთის ქალაქ აიტოლიკოს სანაპიროს ნაწილი ობობების სქელმა აბლაბუდამ დაფარა. ქსელი არამხოლოდ სანაპიროს, არამედ ხეებსა და ბუჩქებს მოედო.(ვიდეო)

სპეციალისტების თქმით, ეს მოვლენა ობობების შეჯვარების საუკეთესო პირობაა. ანომალიურმა სიცხემ, ხელი შეუწყო კუნძულზე მწერების დიდი რაოდენობით გამრავლებას, რითიც ობობები იკვებებიან, ამან კი ობობების „დემოგრაფიული აფეთქება“ გამოიწვია.

ექსპერტების თქმით, ობობები Tetragnatha-ს სახეობას მიეკუთვნებიან. მათთვის დამახასიათებელია გრძელი ფეხები და  წაგრძელებული ტანი. ისინი მსოფლიოს ბევრ რეგიონში ბინადრობენ, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში და უმეტესად წყლის სიახლოვეს სახლდებიან. ზოგიერთი სახეობის ობობას წყალში გადაადგილებაც შეუძლია.  

თავად მოვლენა ბუნებასა და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ექსპერტების აზრით, ობობების ასეთი აქტიური გამრავლება კუნძულზე სიკეთესაც მოუტანს, რადგან ობობების მოსკიტების შემოსევას აღკვეთენ და მათ დიდ რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე