თემქის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 20.09.2018
ნანახია: 744

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი.

ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე