ნაცისტური ჟესტისთვის გულშემატკივარს "ლიონის" თამაშებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 20.09.2018
ნანახია: 1079

ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გულშემატკივარს, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლას ნაცისტური მისალმებით შეხვდა, კლუბის თამაშებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალება. გულშემატკივრის ჟესტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფრანგული კლუბის განაცხადებით, ვიდეოს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ და, როგორც კი გულშემატკივრის იდენტიფიცირება მოხდება, მას სამუდამოდ აეკრძალება კლუბის თამაშებზე დასწრება.

მატჩი, რომლის დროსაც ინციდენტი მოხდა, 19 სექტემბერს, მანჩესტერში გაიმართა და „ლიონის“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე