დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და რომელიც დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა, საუბარია მ.კ.-ზე - კახიძე
საქართველო, თბილისი - 12:54 | 20.09.2018 ნანახია: 975პარლამენტის სხდომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კენჭისყრით უნდა დაიწყოს. დეპუტატები იმსჯელებენ იმ დოკუმენტზე, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა. რეკომენდაციებში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლის და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა და ამ დოკუმენტს არ ჰქონდა მმართველი გუნდის მხარდაჭერა კომისიაში.
„დადგინდა ის პირი ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ეს პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. საუბარია მ.კ.-ზე . ასევე, დადგინდა კონკრეტული პირების პროკურატურის და საგამოძიებო სისტემაში, რომლებიც ხელს აფარებდნენ და მათ ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. ჯერი ახლა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პროკურატურასა და შსს-ზე, რომ დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აგრეთვე შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისკენ. დასკვნაში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურორ ფხაკაძის, გამომძიებელ ფიფიას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის ქმედებებში. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამოძიებას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
კომისიის მუშაობის ფარგლებში ცალკე დოკუმენტი მოამზადა მმართველმა გუნდმაც. „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა "ევროპულ საქართველოს“ რეკომენდაციების იმ ნაწილს სადაც საუბარია შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.
„მათ ისურვეს ბოლომდე იმ პოლიტიკური დღის წესრიგით გაგრძელება საგამოძიებო კომისიის მუშაობის, როგორც თვითონ დაიწყეს და ამიტომ სამწუხაროა, რომ ვერ შედგა კონსესუსი ამ დოკუმენტთან. მ.კ-ს როლის გამოყოფასთან დაკავშირებით კონკრეტულ მკვლელობის ეპიზოდში ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა დაინტერესებულიყო. ეს მათაც დააფიქსირეს მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციაში. ისევე როგორც ცალკე უნდა გამოიყოს გ.მ-ს დაჭრის ფაქტი. კონკრეტული პირისთვის ბრალის წაყენების საკითხი არ არის პარლამენტის კომპეტენცია,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა