დონალდ ტრამპმა ისტორიაში აშშ-ის ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 20.09.2018
ნანახია: 827

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანია აშშ-ის ყველაზე დიდი შეცდომაა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Hill.TV-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა - ეს ახლო აღმოსავლეთში ჯარების შეყვანაა, რომლის გადაწყვეტილებაც პრეზიდენტმა ბუშმა მიიღო“, - აღნიშნა ტრამპმა. თუმცა მისი თქმით, ობამა ასევე არასწორად მოიქცა, როდესაც იქიდან სამხედროები გაიყვანა.

ტრამპმა მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ გაიხსენა და დასძინა, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის კამპანიაზე შვიდი ტრილიონი დოლარი დახარჯა.

 „მესმის სამოქალაქო ომის. სამოქალქო ომი - სამოქალაქო ომია. ეს სხვაა. ჩვენი ჯარების შეყვანა ახლო აღმოსავლეთში, გეტყვით, რომ ქვეყნის ცუდი გადაწყეტილება იყო“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

პენტაგონის შეფასებებით, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში 2001- 2018 წლებში სამხედრო ხარჯებმა 1,52 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ბრაუნის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, აშშ-მა ორ ომში, ასევე პაკისტანსა და სირიაში სამხედრო მოქმედებებში 5,6 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ამის გარდა, ამ თანხაში შედის ეროვნული უსაფრთთხოებისა და ვეტერანების სამედიცინო მომსახურების ხარჯები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე