მამუკა ბახტაძემ აშშ-ის არმიის გენერლის, მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 11:26 | 20.09.2018
ნანახია: 745

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო აშშ-ის არმიის წარმოშობით ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი.

გენერალი შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბს 1993-1997 წლებში ხელმძღვანელობდა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 2011 წლის ივლისში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე